weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

UEFA-ს 2017 წლის სიმბოლური ნაკრები დაასახელა

10:45 პარასკევი, 12 იანვარი 2018

UEFA-მ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე 2017 წლის ევროპის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა. საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე დიდი რაოდენობით გასული წლის ტრიუმფატორი კლუბის, მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები მოხვდნენ.

2017 წლის სიმბოლური გუნდი, რომლის დასახელებაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო, ასე გამოიყურება:

მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”, იტალია).

მცველები: დანი ალვესი (“იუვენტუსი“ / “პარი სენ ჟერმენი”, ბრაზილია), ჯორჯო კიელინი (“იუვენტუსი”, იტალია), სერხიო რამოსი (მადრიდის “რეალი”, ესპანეთი), მარსელო (მადრიდის “რეალი”, ბრაზილია).

ნახევარმცველები: ტონი კროოსი (მადრიდის “რეალი”, გერმანია), ლუკა მოდრიჩი (მადრიდის “რეალი”, ხორვატია), კევინ დე ბრუინი (“მანჩესტერ სიტი”, ბელგია), ედინ აზარი (“ჩელსი”, ბელგია).

თავდამსხმელები: ლიონელ მესი (“ბარსელონა”, არგენტინა), კრისტიანო რონალდო (მადრიდის “რეალი”, პორტუგალია).

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის სიმბოლურ ნაკრებში რამდენიმე საინტერესო მიღწევა დაფიქსირდა:

  • 39 წლის ბუფონი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია რომელიც, UEFA-ს სიმბოლურ გუნდში მოხვედრილა.
  • სერხიო რამოსი მცველებს შორის ყველაზე მეტჯერ, მეშვიდედ მოხვდა სიმბოლურ გუნდში.
  • დე ბრუინი „მანჩესტერ სიტის“ პირველი ფეხბურთელია, რომელიც UEFA-ს სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
  • პირველი შემთხვევაა, როდესაც სიმბოლურ ნაკრებში ბელგიელი ფეხბურთელი მოხვდა, თანაც ერთბაშად ორი.
  • ლუკა მოდრიჩი პირველი ხორვატია, რომელიც UEFA-ს სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
  • კრისტიანო რონალდო ფეხბურთელებში ყველაზე მეტჯერ, მეთორმეტედ მოხვდა წლის სიმბოლურ გუნდში, აქედან თერთმეტჯერ ზედიზედ.
პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]