weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

საქართველოს ჩემპიონი გორის სარაგბო გუნდი „ჯიქი“ გახდა

12:04 ორშაბათი, 15 მაისი 2017

პირველად არსებობის ისტორიაში, საქართველოს ჩემპიონი გორის სარაგბო კლუბი „ჯიქი“ გახდა. გორელებმა „დიდი 10“-ის ფინალურ შეხვედრაში ბათუმის „ბათუმი“ ანგარიშით 28:22 დაამარცხეს.

ფინალის პირველი ტაიმის განმავლობაში „ბათუმი“ დომინირებდა, თუმცა აღნიშნული უპირეტესობა ქულებში არ აისახა.  ტაიმის მიწურულს მსაჯმა ბათუმელი ჯონდი კორტავა 10 წუთით გააძევა, რასაც „ჯიქის“ მხრიდან ბექა მამრიკიშვილის ლელო მოყვა და გორელები შესვენებაზე ანგარიშით 13:6 გავიდნენ. მეორე ტაიმში „ჯიქმა“ გადამწყვეტი უპირატესობა და გამარჯვება მოიპოვა. გუნდებმა ჯერ ლელოები გაცვალეს, შემდეგ კი „ჯიქმა“ კიდევ ერთხელ დაამიწა ბურთი და საქართველოს ჩემპიონობა იზეიმა.

„ჯიქმა“ „დიდი 10“-ის ფინალის მოგებით 70 ათასი ლარიც მიიღo, ხოლო „ბათუმს“ სპონსორ „ტოიოტასგან“ 30 ათასი შეხვდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]