2017 წლის ბოლო თვე შენგელიასთვის მართლაც გამორჩეული გამოდგა. ამაზე მისი საშუალო სტატისტიკა მეტყველებს: 17.8 ქულა, 7.1 მოხსნა და სარგებლიანობის კოეფიციენტი 26.3 ექვს მატჩში.
შენგელიას გუნდი ევროლიგის მე-17 ტურის მატჩში ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ დაუხვდა და მეტოქე დიდი ანგარიშით 86:54 დაამარცხა. ქართველი კალათბურთელი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 15:43 წუთში 9 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. მან 4-დან 3 ორქულიანი და 1 სამქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო ააცილა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.