ბრიტანული მედიის ინფორმაციით, გიგზის ხელფასი წელიწადში 300 000 გირვანქა სტერლინგი იქნება, რაც 200 000-ით ნაკლებია წინამორბედ კოულმენის ანაზღაურებაზე.
44 წლის რაიან გიგზი მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედის“ სამწვრთნელო შტაბში 2014-2016 წლებში მუშაობდა, უელსის ეროვნული გუნდის ღირსება კი 1991-2007 წლებში 64-ჯერ დაიცვა და 12 გოლი გაიტანა.