weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გიორგი მაკარიძე კარიერას კვლავ პორტუგალიაში გააგრძელებს

11:02 სამშაბათი, 16 იანვარი 2018

27 წლის ქართველი მეკარე გიორგი მაკარიძე პორტუგალურ კლუბ „რიო ავეში” გადავიდა. საქართველოს ნაკრების წევრმა ახალ კლუბთან ექვსთვიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

„რიო ავე“ პორტუგალიის მიმდინარე ჩემპიონატში კარგ სეზონს ატარებს და განვლილი 18 ტურის შემდეგ მეხუთე ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ მაკარიძე აქამდე „მორეირენსეს“ ღირსებას იცავდა, რომელიც 18-გუნდიან ჩემპიონატში ამჟამად მე-14 ადგილზეა.

მაკარიძემ „მორეირენსეში“ ერთი წელი ითამაშა, ხოლო სექტემბრიდან მოყოლებული კლუბის პრეზიდენტთან უთანხმოების გამო უთამაშებელი იყო.

ცნობილია, რომ „რიო ავეში“ ტრანსფერამდე მაკარიძის შეძენის სურვილი მოწინავე პორტუგალიურმა კლუბებმა, „ბრაგამ“ და „ბენფიკამაც“ გამოთქვეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]