weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რონალდინიო ფეხბურთიდან წავიდა

10:58 ოთხშაბათი, 17 იანვარი 2018

ლეგენდად ქცეულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდინიომ კარიერა დაასრულა. ინფორმაცია 37 წლის ვარსკვლავის ძმამ და აგენტმა, რობერტო დე ასის მორეირამ გაავრცელა.

„რონალდინიომ საფეხბურთო კარიერის დასრულება გადაწყვიტა, ყველაფერი დასრულდა. შესაძლოა, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შემდეგ ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად გამოსათხოვარი მატჩი დავგეგმოთ“, - განაცხადა რონალდინიოს ძმამ.

რონალდინიოს დიდებული კარიერა „გრემიოში“ დაიწყო და ნაკრებში გაბრწყინების შემდეგ ნათელი გახდა, რომ მალე ევროპულ გრანდში აღმოჩნდებოდა. მისი პირველი უცხოური კლუბი „პარი სენ-ჟერმენი“ იყო, საიდანაც „ბარსელონაში“ გადავიდა და კარიერის საუკეთესო სეზონები ჩაატარა. შემდეგ იყო „მილანი”, „ფლამენგო”, „ატლეტიკო მინეირო”, მექსიკური „კერეტარო” და „ფლუმინენსე”.

„ბარსაში“ რონალდინიომ ორჯერ ესპანეთის ჩემპიონობა, ესპანეთის ორი სუპერ თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, „მილანში“ - სერია A, „ატლეტიკო მინეიროში“ კი - ლიბერტადორესის თასი.

30-ზე მეტ პირად ჯილდოს შორის აღსანიშნავია 2005 წელს მოპოვებული „ოქროს ბურთი“ და FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება 2005 და 2006 წლებში.

რაც შეეხება ეროვნულ გუნდს, რონალდინიო გაუჩო ბრაზილიის ნაკრებში 1999-2013 წლებში გამოდიოდა და 97 გამართულ შეხვედრაში 33 გოლი გაიტანა. „სელესაოსთან“ ერთად მოგებული აქვს კოპა ამერიკა (1999), მსოფლიო ჩემპიონატი (2002) და კონფედერაციათა თასი (2005).

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]