weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ფაჩულია გუნდში ყველა მეტი პასითა და ყველაზე მეტი მოხსნით დაბრუნდა

10:49 ხუთშაბათი, 18 იანვარი 2018

ერთმატჩიანი პაუზის შემდეგ ზაზა ფაჩულია მოედანს შედეგიანად დაუბრუნდა, ჩიკაგოში გამართულ შეხვედრაში საკმაოდ პროდუქტიულად გაისარჯა და „გოლდენ სტეიტ ვორიორზის” მორიგ გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 18 წუთით გაატარა. ფაჩულიას 11 მოხსნა მატჩში საუკეთესო იყო, ხოლო 5 პასით მან ამ შეხვედრაში თანაგუნდელ ლიდერ სტეფ კარის აჯობა. ქართველმა ლეგიონერმა 3-დან სამივე ორქულიანიც ჩააგდო და შეხვედრა 6 ქულით, 11 მოხსნითა და 5 პასით დაასრულა. ფაჩულიას მოედანზე ყოფნის პერიოდში „გოლდენ სტეიტმა” 31 ქულით აჯობა ჩიკაგოელებს.

მატჩის გმირი ფაჩულიას თანაგუნდელი კლეი თომპსონი გახდა, რომელმაც მატჩის მიწურულს, ჩამორჩენის შემცირებით ეგზალტირებულ ჩიკაგოელებს ორი ორქულიანი ჩააგდო, ჯამში კი 38 ქულას უწია.

ოუკლენდელებმა „ჩიკაგო ბულზი” 119:112 დაამარცხეს და მიმდინარე სეზონში ზედიზედ მე-14 გასვლითი მატჩი მოიგეს. ეს შედეგი NBA-ს ისტორიაში მესამეა, ხოლო რეკორდი “ლოს ანჯელეს ლეიკერსს” უპყრია, რომელმაც 1971-72 წლების სეზონში მიჯრით 16 გასვლითი შეხვედრა მოიგო.

ჩიკაგოში გამარჯვებით „გოლდენ სტეიტმა” ლიდერობა გაიმყარა და დღეისთვის 37 გამარჯვება და 9 მარცხი გააჩნია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]