ორ კორეას შორის მიღწეული შეთანხმება საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უნდა დაამტკიცოს. მოსალოდნელია, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს 9-25 თებერვალს სამხრეთ კორეაში მდებარე ქალაქი პიონჩანი უმასპინძლებს.