weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ესპანეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში „ბარსელონას“ 8 ფეხბურთელი მოხვდა

11:20 პარასკევი, 19 იანვარი 2018

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის პირველი წრის სიმბოლურ თერთმეტეულში „ბარსელონადან“ ერთბაშად 8 ფეხბურთელი შეიყვანეს. კატალონიური გრანდი მიმდინარე ჩემპიონატის უპირობო ლიდერია და ხსენებული აღიარებაც კანონზომიერია.

თერთმეტეულში ორი ფეხბურთელი მეორეადგილოსანი „ვალენსიადანაა“, ერთი კი - „რეალ სოსიედადიდან“. მოსალოდნელი იყო, რომ ესპანეთის ლა ლიგის ჯერ კიდევ მოქმედი ჩემპიონი მადრიდის „რეალიდან“, რომელიც ამჟამად გათამაშების ცხრილის მე-4 საფეხურზე იმყოფება, სიმბოლურ გუნდში არავინ იქნებოდა.

რაც შეეხება 2017-2018 წლების ლა ლიგის პირველი წრის საუკეთესო თერთმეტეულს, რომელიც წამყვანმა მადრიდულმა გამოცემა „მარკამ“ შეადგინა, ასე გამოიყურება:

მეკარე: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა).

მცველები: ჟორდი ალბა, ჟერარ პიკე, სამუელ უმტიტი (ბარსელონა), ალვარო ოდრიოსოლა (რეალ სოსიედადი).

ნახევარმცველები: სერხიო ბუსკეტსი, ანდრეს ინიესტა (ბარსელონა), დანიელ პარეხო (ვალენსია).

თავდამსხმელები: ლიონელ მესი, ლუის სუარესი (ბარსელონა), გონსალო გუედესი (ვალენსია).

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]