weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

შენგელია MVP გახდა, შერმადინის გუნდმა „რეალი“ დაამარცხა

10:44 შაბათი, 20 იანვარი 2018

მიმდინარე ევროლიგაში თორნიკე შენგელიას „სასკი ბასკონია“ ერთი ქულით დამარცხდა, თავად ქართველი კალათბურთელი მატჩის საუკეთესო მოთამაშე (MVP) გახდა. გიორგი შერმადინის დამხარებით კი „უნიკახამ“ მადრიდის „რეალი“ დაამარცხა.

„ბასკონიამ“ მილანურ „ექსჩეინჯ არმანისთან“ ბოლო წუთზე 82:83 წააგო. თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და 26:45 წუთში ორმაგი დუბლი გაიფორმა: 17 ქულა, 12 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება. შენგელიამ 12-დან 7 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო სამქულიანი არ უსვრია.

რაც შეეხება გიორგი შერმადინის ანდალუზიურ კლუბს, „უნიკახამ“ სამი წაგების შემდეგ „რეალთან“ 80:75 მოიგო. სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა გიორგი შერმადინი, რომელმაც პარკეტზე 18:22 წუთი გაატარა. ხსენებულ დროში ქართველმა ცენტრმა 6 ქულა, 7 მოხსნა და 1 დაფარება შესძინა საკუთარ გუნდს. შერმადინმა 3-დან 1 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 12 შეადგინა.

„სასკი ბასკონია“ ისევ მეცხრე ადგილზეა (8 მოგება, 11 წაგება). შენგელიას ბასკური გუნდი მომდევნო ტურში სწორედ მე-10 ადგილზე მყოფ გიორგი შერმადინის „უნიკახას”ესტუმრება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]