weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

ლევან გორგაძემ მე-7 ორთაბრძოლა მოიგო

10:53 ორშაბათი, 22 იანვარი 2018

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა ტოკიოში მიმდინარე წლის პირველი სუპერტურნირის მე-8 დღეს აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა იოშიკაძე დაამარცხა და ერთადერთი წაგების წილ მე-7 მოგება მიითვალა.

უმაღლეს დივიზიონ მაკუუჩის წევრი ქართველი სეკიტორი, რომელიც ჰაცუ ბაშოზე დასავლეთის მე-3 მაეგაშირას ტიტულით ასპარეზობს, ცხრილში მე-2 ადგილზეა და მხოლოდ იოკოზუნა (დიდი ჩემპიონი) კაკურიუს ჩამორჩება, რომელთანაც მიმდინარე ბაშოზე დამარცხდა. კაკურიუს რვიდან რვა გამარჯვება აქვს.

სამწუხაროდ მორიგი წაგება მიითვალა გაგამარუს სახელით ცნობილმა თეიმურაზ ჯუღელმა, რომელიც რანგით დაბალ დივიზიონ ძურიოში დასავლეთის მე-5 ნომრით ირჯება. ქართველი გოლიათი ძურიოს პირველ ნომერ კიოკუტაისეისთან დამარცხდა და 3 გამარჯვების პასუხად უკვე 5 მარცხი მოუგროვდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]