შენგელიამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 22 წუთში 22 ქულა, 8 მოხსნა (3 შეტევაში), 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მან 10-დან 7 ორქულიანი, 1 სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 6-ჯერ დაირღვა. შედეგად, შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 34-ს გაუტოლდა და ცხადია, ის შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე (MVP) გახდა.
„ბასკონია“ 10 მოგებითა და 7 მარცხით მე-6 ადგილზეა, თორნიკე შენგელია კი დიდი ალბათობით, ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდება.