საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი აცხადებს, რომ მანამდე საქართველომ სურვილი გამოთქვა, რომ ჩემპიონატი ჩვენს ქვეყანაში ჩატარებულიყო, თუმცა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ის ალბანეთში გამართულიყო, მოგვიანებით კი, ალბანეთმა უარი განაცხადა მის ჩატარებაზე და საერთაშორისო ფედერაციამ თხოვნით მიმართა საქართველოს, რათა ჩემპიონატი აქ გაიმართოს.