weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

UEFA-ს ერთა ლიგაზე საქართველოს მეტოქეთა ვინაობა ცნობილია

16:31 ოთხშაბათი, 24 იანვარი 2018

შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში UEFA-ს მიერ ეროვნული ნაკრებებისთვის დაარსებული ახალი ტურნირის, ერთა ლიგის კენჭისყრა გაიმართა, სადაც საქართველო მეოთხე რანგის მეტოქეებს შორის იყო და D ლიგის პირველ ჯგუფში ლატვიასთან, ყაზახეთსა და ანდორასთან ერთად მოხვდა.

ჯგუფების გამარჯვებულები მომდევნო გათამაშებისას C ლიგაში გადავლენ.  ერთა ლიგის D ლიგის 4 საუკეთესო ნაკრები, რომლებიც ევრო 2020-ზე შესარჩევი ციკლიდან ვერ მოხვდებიან, 2020 წელს გასამართი ევროპის პირველობის ერთ საგზურს ერთმანეთში 2020 წლის მარტში გაითამაშებენ. ჯერ D ლიგის ნახევარფინალები შედგება, ხოლო შემდეგ - ფინალი.

პირველი ტურის მატჩები 2018 წლის 6-8 სექტემბერს გაიმართება, მეორე - 9-11 სექტემბერს, მესამე - 11-13 სექტემბერს, მეოთხე - 14-16 სექტემბერს, მეხუთე - 15-17 სექტემბერს, ხოლო მეექვსე - 18-20 სექტემბერს.

ერთა ლიგის ფინალური ეტაპის კენჭისყრა 2018 წლის დეკემბერში გაიმართება, ხოლო ფინალური სტადია - 2019 წლის 5-9 ივნისს.

ევრო 2020-ზე მოსახვედრი პლეი-ოფის მატჩების კენჭისყრა 2019 წლის 22 ნოემბერს გაიმართება, ხოლო პლეი-ოფები 2020 წლის 26-31 მარტს.

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპს სერიოზული ცვლილება არ შეეხება - ფინალური ეტაპისთვის ისევ 24 საგზური გათამაშდება. შესარჩევი ციკლი სექტემბრის ნაცვლად, 2019 წლის მარტში დაიწყება. ავტომატურად ფინალურ სტადიაზე საგზურს ვერავინ მიიღებს, რადგან მომავალი ჩემპიონატი 13 ქვეყნის 13 სხვადსხვა ქალაქში გაიმართება. ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში 10 ჯგუფი იქნება - თითოეულში 5 ან 6 ნაკრები. ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილზე გასული ნაკრებები ფინალურ სტადიაზე ავტომატურად გავლენ. ევრო 2020-ის მონაწილე 20 გუნდი სწორედ ასე გაირკვევა. ევრო 2020-ის კიდევ 4 საგზური კი UEFA-ს ერთა ლიგის ჯგუფების 16 გამარჯვებულს (ოთხივე ლიგის ოთხივე ჯგუფების გამარჯვებული) შორის გათამაშდება.

თითოეულ ლიგაში გამარჯვებულის გამოსავლენად თითო მატჩიანი ნახევარფინალები და ფინალი გაიმართება. ფინალების გამარჯვებულები ევრო 2020-ს საგზურებს მოიპოვებენ. თუ ერთა ლიგის ჯგუფის გამარჯვებულმა შესარჩევ ციკლში ევროპის პირველობის საგზური უკვე მოიპოვა, მაშინ პლეი-ოფის საგზური ჯგუფის მომდევნო საუკეთესო ნაკრებს გადაეცემა. თუ რომელიმე ლიგაში პლეი-ოფებისთვის საჭირო 4 გუნდი ვერ შეგროვდება, მაშინ ვაკანტურ ადგილებს ქვედა ლიგების ნაკრებები დაიკავებენ ერთა ლიგაში მათი საერთო რეიტინგის გათვალისწინებით.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]