პროფესიული სუმოს სუპერტურნირზე განვლილი 11 დღის შემდეგ ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი ლიდერთა შორის იმყოფება, რაც ისტორიაში პირველად ხდება. ტოკიოში მიმდინარე ჰაცუ ბაშოზე ტოჩინოშინმა მე-10 გამარჯვება მიითვალა, პირველადგილოსანმა კაკურიუმ კი პირველი მარცხი განიცადა, რის შედეგადაც ქართველი სუმოისტი მონღოლ დიდ ჩემპიონს (იოკოზუნა) გაუტოლდა.
მე-11 ტურში ლევან გორგაძეს საკმაოდ დრამატული შერკინება მოუწია. დასავლეთის მე-3 მაეგაშირას წოდების მქონე ქართველმა სეკიტორიმ აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა ტაკარაფუჯისთან საინტერესო ორთაბრძოლა მოიგო.
დარჩენილ ოთხ დღეში „იმპერატორის თასისთვის” დაძაბული ბრძოლები გაიმართება.