weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ლუის ჰამილტონმა ბარსელონაში სებასტიან ფეტელს უკეთესი სტრატეგიით აჯობა

10:55 სამშაბათი, 16 მაისი 2017

ბრიტანელმა პილოტმა ლუის ჰამილტონმა „მერსედესის“ გუნდის მიერ კარგად შერჩეული სტრატეგიის წყალობით, ფორმულა 1-ის მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერ სებასტიან ფეტელს დაძაბულ ბრძოლაში აჯობა და ესპანეთის გრან-პრი მოიგო, რაც მისთვის კარიერაში 55-ე გამარჯვებაა. მეოთხედი სეზონის შემდეგ ჰამილტონი ფეტელს 6 ქულით ჩამორჩება.

სებასტიან ფეტელი ბრიტანელ მეტოქეს ფინიშთან 3.4 წამით ჩამორჩა. გერმანელმა შესანიშნავი სტარტი აიღო - სტარტზე უკეთესი რეაქცია გამოავლინა და პირველ მოსახვევშიც ყველაზე ადრე შევიდა, პიტ სტოპებამდეც საკმაოდ დამაჯერებლად ლიდერობდა და რეზინიც პირველად მე-15 წრეზე შეცვალა, ჰამილტონმა კი ეს 7 წრის დაგვიანებით გააკეთა. პირველი სტოპის შემდეგ ფეტელი ტრასაზე ისევ რბილი რეზინით დაბრუნდა, ჰამილტონის ბოლიდს კი მედიუმები ჩააცვეს. სწორედ აქედან დაიწყო ის ბრძოლა, რომელიც ნარბოლევს ნიკი ლაუდამ თავის პილოტს შეუქო - სტრატეგია შესანიშნავი იყო, მაგრამ რბოლა ლუის ჰამილტონმა გადაარჩინაო. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ ჰამილტონის თავგამოდებას ისიც მოწმობს, რომ გუნდთან რადიოკავშირის დროს სუნთქვა გაძნელებული ჰქონდა. რბოლის შემდეგ თავადაც აღიარა, რომ მძიმე ბრძოლაში უჩვეულოდ დაიქანცა. მეორე სტოპი ჰამილტონმა უფრო ადრე შეასრულა, როდესაც ფელიპე მასას და სტოფელ ვანდოორნის შეჯახების შემდეგ ტრასაზე უსაფრთხოების ვირტუალური მანქანის რეჟიმი ჩაირთო. ჰამილტონმა ლიდერობა ხელთ იგდო და აღარც დაუთმია. ბოლო ათ სეზონში ის პირველი პილოტია, ვინც ესპანური რბოლის მოგება მეორედ შეძლო.

გამარჯვებულს წუთითა და 15 წამით ჩამორჩა მესამე ადგილზე გასული დანიელ რიკარდო, ვინც დაჯილდოებისთანავე აღიარა, რომ კვარცხლბეკზე სხვების უიღბლობის გამო შეძლო ასვლა. ის ერთადერთი პილოტია, ვისი წრეზე ჩამოტოვებაც ჰამილტონმა და ფეტელმა ვერ შეძლეს.

შესანიშნავად იასპარეზეს „ფორს ინდიას“ პილოტებმა, სერხიო პერესმა და ესტებან ოკონმა, რომლებმაც მეოთხე და მეხუთე ადგილები დაიკავეს. რბოლის კიდევ ერთი გმირი პასკალ ვერლაინია, რომელმაც მეშვიდე ადგილით „ზაუბერს“ ექვსი ქულა შესძინა და კონსტრუქტორთა თასზე ბოლო ადგილისგან თავი დააღწევინა.

ესპანეთის დიდი პრიზი

მონტმელო (ბარსელონა), დისტანცია  307.104 კმ (4.655 კმ, 66 წრე)

  1. ლუის ჰამილტონი (დიდი ბრიტანეთი, „მერსედესი“) 1:35:56.497
  2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, „ფერარი“) +00:03.490
  3. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, „რედ ბული“) 01:15.820
  4. სერხიო პერესი (მექსიკა, „ფორს ინდია“) 1 წრე
  5. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, „ფორს ინდია“) 1 წრე
  6. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, „რენო“) 1 წრე
  7. პასკალ ვერლაინი (გერმანია, „ზაუბერი“) 1 წრე
  8. კარლოს საინსი (ესპანეთი, „ტორო როსო“) 1 წრე
  9. დანილ კვიატი (რუსეთი, „ტორო როსო“) 1 წრე
  10. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, „ჰაასი“) 1 წრე
  11. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, „ზაუბერი“) 2 წრე
  12. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, „მაკლარენი“) 2 წრე
  13. ფელიპე მასა (ბრაზილია, „უილიამსი“) 2 წრე
  14. კევინ მაგნუსენი (დანია, „ჰაასი“) 2 წრე
  15. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, „რენო“) 2 წრე
  16. ლანს სტროლი (კანადა, „უილიამსი“) 2 წრე

ბრძოლას გამოეთიშნენ:

ვალტერი ბოტასი (ფინეთი, „მერსედესი“) 28 წრე

სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, „მაკლარენი“) 33 წრე

მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, „რედ ბული“) 65 წრე

კიმი რაიკონენი (ფინეთი, „ფერარი“) 65 წრე

უსწრაფესი წრე:

ლუის ჰამილტონი - 1:23.593, 64-ე წრე

2017 წლის პილოტთა საერთო კლასიფიკაცია:

  1. სებასტიან ფეტელი - 104
  2. ლუის ჰამილტონი - 98
  3. ვალტერი ბოტასი - 63
  4. კიმი რაიკონენი - 49
  5. დანიელ რიკარდო - 37
  6. მაქს ფერსტაპენი - 35
  7. სერხიო პერესი - 34
  8. ესტებან ოკონი - 19
  9. ფელიპე მასა - 18
  10. კარლოს საინსი - 15
  11. ნიკო ჰულკენბერგი - 14
  12. რომენ გროჟანი - 5
  13. პასკალ ვერლაინი - 4
  14. კევინ მაგნუსენი - 4
  15. დანილ კვიატი - 4

2017 წლის კონსტრუქტორთა თასის კლასიფიკაცია:

  1. მერსედესი - 161
  2. ფერარი - 153
  3. რედ ბულ-TAG ჰოიერი - 72
  4. ფორს ინდია-მერსედესი - 53
  5. ტორო როსო-რენო - 19
  6. უილიამს-მერსედესი - 18
  7. რენო - 14
  8. ჰაას-ფერარი - 9
  9. ზაუბერ-ფერარი - 6
  10. მაკლარენ-ჰონდა - 0

წყარო: World Sport

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]