weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

ლევან გორგაძე ერთპიროვნულად გალიდერდა და „იმპერატორის თასს“ მიუახლოვდა

17:24 ხუთშაბათი, 25 იანვარი 2018

ტოჩინოშინის სახელით ცნობილი სუმოისტი ლევან გორგაძე ისტორიულ მიღწევასთან ახლოსაა. ტოკიოში მიმდინარე სუპერტურნირზე 12 დღის შემდეგ 30 წლის ქართველი სეკიტორი უკვე ერთპიროვნული ლიდერი გახდა, რაც უდიდესი მოვლენაა.

დღეს ჰაცუ ბაშოზე ყველაფერი ტოჩინოშინისთვის სასიკეთოდ წარიმართა. თავდაპირველად, დასავლეთის მე-3 მაეგაშირას წოდების მქონე გორგაძემ სეკივაკეს წოდების მქონე ტამავაში ძალიან დამაჯერებლად დაჯაბნა და ერთადერთი მარცხის წილ მე-11 გამარჯვება მოიპოვა, მალევე კი ტურნირის უმთავრეს ფავორიტად მიჩნეული იოკოზუნას წოდების მქონე კაკურიუ მოულოდნელად დამარცხდა.

ამრიგად, საკმარისია ტოჩინოშინმა დარჩენილი სამივე ორთაბრძოლა მოიგოს, პროფესიული სუმოს მრავალწლიან ისტორიაში მხოლოდ მე-3 ევროპელი გახდება, რომელიც „იმპერატორის თასს“ აღმართავს. აქამდე ამ უდიდესი წარმატებისთვის ბულგარელ კოტოოშუსა (2008 წლის მაისში) და ესტონელ ბარუტოს (2012 წლის იანვარში) მიუღწევიათ.

ხვალ ტოჩინოშინის პირისპირ დასავლეთის პირველი მაეგაშირა იჩინოჯო დადგება, რომელსაც ზურგს 8 მოგება და 4 მარცხი გააჩნია. ლევან გორგაძე მას საერთო ანგარიშით 8:5-ს უგებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]