weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ბარსელონა“ სამეფო თასისთვის ბრძოლას აგრძელებს

11:45 პარასკევი, 26 იანვარი 2018

ესპანეთის სამეფო თასის, „კოპა დელ რეის“ მიმდინარე გათამაშებაზე ბრძოლას ოთხი გუნდი აგრძელებს. „სევილიას“, „ვალენსიასა“ და „ლეგანესს“ კატალონიური გრანდი „ბარსელონა“ შეუერთდა, რომელმაც მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრაში თანაქალაქელი „ესპანიოლი“ სასურველი ანგარიშით დაამარცხა.

მატჩის დაწყებამდე „კამპ ნოუზე“ ხავიერ მასკერანოს გაცილება მოუწყვეს - ვეტერანი არგენტინელი უაკანახაზელი კლუბსა და ქომაგებს დაემშვიდობა. 33 წლის ფეხბურთელი, რომელმაც კატალონიაში გატარებული რვა სეზონის განმავლობაში 17 ტიტული მოიგო, კარიერას ჩინურ კლუბ „ჰებეი ჩაინა ფორტუნში“ გააგრძელებს.

პირველ შეხვედრაში „ესპანიოლთან“ განცდილი მარცხის (0:1) საპასუხოდ, განმეორებითი შეხვედრა „ბარსელონამ“ აგრესიულად დაიწყო და სწრაფი გოლი გაიტანა: ალეიშ ვიდალის ფლანგურ გადაცემას მე-9 წუთზე ლუის სუარესმა თავი ზუსტად დაუხვედრა. მეორე გოლი 25-ე წუთზე ლიონელ მესის დარტყმისა და რიკოშეტის შედეგად გავიდა. შეხვედრა სადებიუტო გამოდგა ფილიპე კოუტინიოსთვის. ერთ ეპიზოდში „ბარსას“ ბრაზილიელი ახალშენაძენის აქტიურობით საგოლე მომენტიც შეიქმნა, თუმცა მეტოქე გუნდის მეკარე კარგად გაისარჯა. ერნესტო ვალვერდეს გუნდს კიდევ შეეძლო გატანა, როდესაც მესის თავური ძელმა უკუაგდო. საბოლოოდ კი „ბარსელონამ“ შეხვედრის სასურველი შედეგით დასრულება შეძლო და ნახევარფინალში გავიდა.

აქვე გეტყვით, რომ ესპანეთის სამეფო თასისთვის ბრძოლას წინა დღეს გამოეთიშა მადრიდის „რეალი“. სტუმრად გამარჯვების შემდეგ „სამეფო კლუბი“ განმეორებით მატჩში შინ მოულოდნელად დამარცხდა უსახელო „ლეგანესთან“.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]