weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ლევან გორგაძეს „იმპერატორის თასის“ მოპოვებამდე ერთი გამარჯვება აშორებს

15:47 პარასკევი, 26 იანვარი 2018

ტოჩინოშინის სახელით ცნობილი ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე ისტორიულ მიღწევას კიდევ უფრო მიუახლოვდა. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე წლის პირველ სუპერტურნირზე ქართველმა სეკიტორიმ მე-12 გამარჯვება მოიპოვა, მისმა უმთავრესმა კონკურენტმა კაკურიუმ კი მესამედ წააგო, შესაბამისად თუ გორგაძე დარჩენილი 2 ორთაბრძოლიდან ერთს მაინც მოიგებს, „იმპერატორის თასს” აღმართავს.

შეჯიბრის მე-13 დღეს დასავლეთის მე-3 მაეგაშირას წოდების მქონე ტოჩინოშინი დასავლეთის პირველ მაეგაშირა იჩინოჯოს გაეჯიბრა და მონღოლი მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა. გორგაძემ 215-კილოგრამიანი სუმოისტი ჰაერში ასწია და კიდესთან მიიმწყვდია, რის შემდეგაც გამარჯვება არ გასჭირვებია.

აღსანიშნავია, რომ ლევან გორგაძე ყველაზე უარეს შემთხვევაში, თუკი იგი დარჩენილ ორივე ორთაბრძოლას წააგებს, ხოლო კონკურენტი ორივეს მოიგებს და მოგება-წაგებათა ბალანსით გაუთანაბრდება, დამატებითი საჩემპიონო შერკინება დაინიშნება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]