მარტვილის საფეხბურთო აკადემიასა და ფეხბურთის კლუბ თბილისის „დინამოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად, აკადემიაში 8-13 წლამდე ფეხბურთელებით დაკომპლექტებული 6 ასაკობრივი ჯგუფი იფუნქციონირებს. ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის საწვრთნელი პროცესი „დინამოს“ პროგრამით ჩატარდება და ამასთან, „დინამო“ მათ ტრანსპორტირებას, ეკიპირებასა და სხვა საჭიროებებს უზრუნველყოფს.
მარტვილის საფეხბურთო აკადემია მუნიციპალური განვითარების ფონდის, ევროპის საინვესტიციო ბანკის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით აშენდა. სამუშაობზე 2.2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.