weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

შს ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

13:14 სამშაბათი, 30 იანვარი 2018

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. ფედერაციაში განაცხადეს, რომ ეს თანამდებობა ალექსანდრე ჭიკაიძემ დეკემბრში დაიკავა და თავისუფალი სტილით ჭიდაობის მიმართულებით მუშაობს.

როგორც ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით გრძელიშვილმა განაცხადა, ალექსანდრე ჭიკაიძე ვიცე-პრეზიდენტად ჭიდაობის ფედერაციამ წარადგინა.

„ის ყოფილი მოჭიდავე და სპორტსმენია, რომელიც ყოველთვის გვერდში ედგა ჩვენს ფედერაციას. პრეზიდიუმმა ვიცე-პრეზიდენტებად სხვა პირებიც აირჩია. ისინი სრულიად უანგაროდ და უხელფასოდ მუშაობენ“, - აღნიშნა დავით გრძელიშვილმა.

ალექსანდრე ჭიკაიძე, რომელიც პროფესიით დიპლომატია, 2015 წლიდან სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე იყო. 2018 წლის 1 იანვრიდან, საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, კრიზისების მართვის საბჭო გაუქმდა და შეიქმნა ახალი სტრუქტურა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომელის უფროსად ყოფილი შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი დაინიშნა. კრიზისების მართვის საბჭომდე, 2013-2015 წლებში ალექსანდრე ჭიკაიძე იკავებდა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას. 2013 წლის მარტიდან 2013 წლის ნოემბრამდე იყო შსს-ს ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი, 2012-2013 წლებში კი შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]