weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქართველმა მოციგურავეებმა პოლონეთში ოქროს მედლები მოიპოვეს

16:44 შაბათი, 03 თებერვალი 2018

პოლონეთის ქალაქ ტორინში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს წარმომადგენლებმა მოკლე და თავისუფალ პროგრამებში გამოსვლა გამარჯვებით დაასრულეს და საერთო ქულათა ჯამით პირველი ადგილი და ოქროს მედლები დაისაკუთრეს.

ტურნირზე იუნიორების კატეგორიაში მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას მოცეკვავე წყვილი ასპარეზობდა. დუეტმა 15 ქვეყნის 21 მოციგურავე წყვილს შორის გაიმარჯვა. ტურნირზე ჯამში 20-ზე მეტი ქვეყნის 100-მდე მოციგურავე მონაწილეობდა.

იუნიორთა შორის მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის წინ, რომელიც 5-დან 10 მარტის ჩათვლით ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართება, ქართველი მოციგურავეებისათვის კი ეს ბოლო სერიოზული მოსამზადებელი გამოსვლა იყო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]