weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თბილისში FIFA-ს მსოფლიო თასს ქრისტიან კარამბე ჩამოიტანს

09:47 ორშაბათი, 05 თებერვალი 2018

მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის თასს 8 თებერვალს, თბილისში საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, მსოფლიო ჩემპიონი ქრისტიან კარამბე ჩამოიტანს. FIFA-ს თასს საქართველოს დედაქალაქში მსოფლიო ტურის ფარგლებში ჩამოიტანენ, რომელიც ლონდონში 23 იანვარს დაიწყო.

7 თებერვალს მსოფლიო ჩემპიონატის თასს ერევანში იხილავენ, რის შემდეგაც თბილისში ჩამოიტანენ, 9 თებერვალს კი ტროფეი ბაქოში გადაინაცვლებს.

FIFA-ს თასი დიღომში, „თბილისი მოლში“ 10:00-დან 18:00 საათამდე  გამოიფინება და გულშემატკივრები მის გვერდით სამახსოვრო ფოტოს გადაღებას მოახერხებენ.

მსოფლიო ჩემპიონატის თასის ტური 30 აპრილამდე გაგრძელდება. მუნდიალის მთავარი ჯილდო მოგზაურობას იაპონიის ქალაქ ოსაკაში დაასრულებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი 14 ივნისიდან 15 ივლისამდე რუსეთის 11 ქალაქში გაიმართება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]