weather cur horoscope tv
ნოემბერი 27, 2021

ლევან ყენია თბილისის „ლოკომოტივში“ ითამაშებს

10:44 ოთხშაბათი, 17 მაისი 2017 hits 2307

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ლევან ყენია თბილისის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელია. 26 წლის შემტევმა ნახევარმცველმა „ლოკომოტივთან“ წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.

„ძალიან ბედნიერები ვართ ლევანის ‘ლოკომოტივში’ დაბრუნებით. მსგავსი ტრანსფერები ხელს არა მხოლოდ კონკრეტული კლუბის, არამედ ეროვნული ლიგის გაძლიერებასაც შეუწყობს. ყენიამ, არაერთი წლის მანძილზე, საკმაოდ მაღალ დონეზე ითამაშა, არის ეროვნული ნაკრების მოქმედი წევრი და მისი ‘ლოკომოტივში’ გადმოსვლა, ჩვენს გუნდს ძალიან გააძლიერებას“, - განაცხადა თბილისური კლუბის ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ყიფიანმა.

„ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი  მოხდა. ლევან ყენიას დაბრუნება არამარტო საფეხბურთო კლუბ ‘ლოკომოტივისთვისაა’ მნიშვნელოვანი, არამედ  ზოგადად ქართული ფეხბურთისთვის. სწორედ ამ დონის ტალანტებმა და ამ დონის პროფესიონალებმა უნდა დააბრუნონ ქართველი გულშემატკივარი სტადიონზე. იმედი მაქვს, რომ ლევან ყენიას მოსვლით, თბილისის ‘ლოკომოტივი’ კიდევ უფრო სტაბილური და ძლიერი გახდება.“ - აღნიშნა „ლოკომოტივის“ სპორტულმა დირექტორმა თამაზ ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ ლევან ყენია 10 წლის წინ, გელზენკირხენის „შალკე 04“-ში სწორედ „ლოკომოტივიდან“ გადავიდა. გერმანულ კლუბში მან 2012 წლამდე ითამაშა, იმავე წლის აგვისტოში კარიერა ლვოვის „კარპატში“ გააგრძელა. 2013 წელს ყენია გერმანიაში დაბრუნდა და დიუსელდორფის „ფორტუნაში“ ჩაირიცხა, სადაც ერთი წელი ითამაშა.  უკანასკნელად კი იგი პრაღის „სლავიაში“ თამაშობდა. ჩეხური კლუბის შემადგენლობაში მან 31 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]