ძალოსნობის მსოფლიო გაერთიანების მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ქართველმა რეკორდსმენმა ხმათა ყველაზე მეტი რაოდენობა დააგროვა. 2016 წელს ტალახაძე მეორე ადგილზე იყო. წელს მან ჯამში 9800 ხმა მიიღო. რაც შეეხება ესპანელ ძალოსან ქალს, ოლიმპიურ ჩემპიონ ლინდა ვალენტინს, მან გულშემატკივრების 16 400 ხმა მოაგროვა.
ძალოსნობის მსოფლიო გაერთიანება საუკეთესო ძალოსანი მამაკაცის გამოსავლენად გამოკითხვას 1982 წლიდან ატარებს. ლაშა ტალახაძე პირველი ქართველია, ვინც ეს წოდება მოიპოვა.