საქართველოს სახელს პიონჩანში 22 წლის მოციგურავე მორის ყვითელაშვილი, 20 წლის მოციგავე გიორგი სოღოიანი და სამთო-მოთხილამურეები - 24 წლის ნინო წიკლაური და 29 წლის იასონ აბრამაშვილი.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში ქართველ ოლიმპიელთა დელეგაციის გაცილების ცერემონია გაიმართა. სპორტსმენებმა ოლიმპიური ფიცი წარმოთქვეს.
ქართველ ოლიმპიელთა გამოსვლის განრიგი ასეთია:
11 თებერვალი - გიორგი სოღოიანი (ციგა) - თბილისის დროით 23:20 - 02:05 საათი
12 თებერვალი - ნინო წიკლაური (გიგანტური სლალომი) - თბილისის დროით 14:45 - 20:05 საათი
14 თებერვალი - ნინო წიკლაური (სლალომი) - თბილისის დროით 14:45 - 19:55 საათი
16 თებერვალი - მორის ყვითელაშვილი (მოკლე პროგრამა) - თბილისის დროით 14:30 - 19:00 საათი
17 თებერვალი - მორის ყვითელაშვილი (თავისუფალი პროგრამა) - თბილისის დროით 14:30 - 18:55 საათი
18 თებერვალი - იასონ აბრამაშვილი (გიგანტური სლალომი) - თბილისის დროით 14:45 - 20:15 საათი
22 თებერვალი - იასონ აბრამაშვილი (სლალომი) - 14:45 - 20:10 საათი
შეგახსენებთ, რომ XXIII ზამთრის ოლიმპიური თამაშები კურორტ პიონჩანში 9 თებერვალს გაიხსნება და 25 თებერვალს დაიხურება. ოლიმპიადაზე 90 ქვეყნის 3 ათასამდე სპორტსმენი სპორტის 15 სახეობაში იასპარეზებს.