weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„იუვენტუსმა“ იტალიის თასი მეთორმეტედ მოიპოვა

10:49 ხუთშაბათი, 18 მაისი 2017

ტურინის „იუვენტუსმა“ მიმდინარე სეზონში პირველი ტიტული მოიპოვა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა იტალიის დედაქალაქ რომში გამართულ იტალიის თასის ფინალში რომის „ლაციო“ ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა და ქვეყნის თასს ზედიზედ მესამედ, ჯამში კი მეთორმეტედ დაეუფლა, რაც ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია - აქამდე არცერთ იტალიურ კლუბს ქვეყნის თასი ამდენჯერ და თანაც ზედიზედ სამჯერ არ მოუგია.

ტურინულმა გრანდმა რომაულ კლუბს მისსავე სტადიონზე ისე მოუგო, შანსი თითქმის არ მიუცია. მართალია, მეორე ნახევარში სიმონე ინძაგის გუნდს რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ეს იმ დროს, როდესაც ყველაფერი თითქმის უკვე გარკვეული იყოს. კიდევ ერთხელ გაიბრწყინა ვეტერანმა ბრაზილიელმა დანი ალვესმა, რომელიც ტურინელთა რიგებში კვლავაც საუკეთესო იყო. „იუვეს“ მარჯვენა მცველმა მე-12 წუთზე თანამემამულე მარცხენა მცველის, ალექს სანდროს კარგი გადაცემა გამოიყენა და ერთი შეხებით ანგარიში გახსნა. შემდეგ პაულო დიბალას ჰქონდა ორი სახიფათო მომენტი, შანსი მიეცა გონსალო იგუაინსაც, მაგრამ „ლაციოს“ ალბანელი მეკარე თომას სტრაკოშა კარგად თამაშობდა. 25-ე წუთზე „იუვენტუსის“ ცენტრალურმა მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ სხვაობა ორამდე გაზარდა, მეორე ტაიმში კი, რომაელთა მცდელობის მიუხედავად ანგარიში აღარ შეცვლილა.

ამრიგად, იტალიის თასს „იუვენტუსი“ დაეუფლა. ტურინულ კლუბს დასასრულს მიახლოებულ სეზონში კიდევ ორი ამოცანა აქვს შესასრულებელი: იტალიის ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]