weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

„მონაკო“ საფრანგეთის ჩემპიონია

11:08 ხუთშაბათი, 18 მაისი 2017

2016-17 წლების საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული „მონაკო“ გახდა. ლიგა 1-ის ბოლოსწინა ტურში „მონაკომ“' საკუთარ მოედანზე „სენტ-ეტიენი“ 2:0 დაამარცხა და უახლოესი მდევრისთვის მიუწვდომელი გახდა - ლეონარდო ჟარდიმის გუნდმა მეორეადგილოსან „პარი სენ-ჟერმენს“ 6 ქულით გაასწრო.

მონაკოელთა მხრიდან გოლები კილიან მბაპემ და ვალერ ჟერმენმა გაიტანეს. მე-19 წუთზე კაპიტან რადამელ ფალკაოს ბრწყინვალე პასის შემდეგ მბაპემ მეკარე სტეფან რუფიე მოატყუა და ანგარიში გახსნა, ხოლო მეორე გოლი მეორე ტაიმის კომპენსირებულ წუთებზე გავიდა - ტომა ლემარის გადაცემის შემდეგ ჟერმენმა გაიტანა - 2:0.

მონეგასკური კლუბი საფრანგეთის ჩემპიონი მერვედ გახდა. აქამდე „მონაკო“ ზუსტად 17 წლის წინ იყო ქვეყნის ჩემპიონი.

 

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]