weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რუსი სპორტსმენები საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან დავაში დამარცხდნენ

12:05 პარასკევი, 09 თებერვალი 2018

სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ არ დააკმაყოფილა 45 რუსი სპორტსმენისა და 2 მწვრთნელის სააპელაციო საჩივარი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წინააღმდეგ. კომიტეტმა ანტიდოპინგური წესების დარღვევის გამო ხსენებულ სპორტსმენებს 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა აუკრძალა.

აღსანიშნავია, რომ მომჩივან რუს სპორტსმენებს შორის იყო ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონი, მოციგურავე ვიქტორ ანი.

საარბიტრაჟო სასამართლოს კომისიამ გადაწყვეტილება 9 თებერვალს, ზამთრის ოლიმპიადის გახსნის დღეს, პიონჩანის ოლიმპიურ პრესცენტრში გამოაცხადა. საარბიტრაჟო სასამართლომ დაადგინა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება არ არის უსამართლო და დისკრიმინაციული.

საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მიესალმა და განაცხადა, რომ სასამართლომ მხარი დოპინგთან ბრძოლას დაუჭირა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]