weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ბელგიის ნაკრები ანგარიშით 47:0 დაამარცხა

16:39 შაბათი, 10 თებერვალი 2018

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ქუთაისში, აია არენაზე ბელგიის ნაკრები ანგარიშით 47:0 დაამარცხა. ქართველმა მორაგბეებმა უპირატესობა თამაშის დასაწყისშივე მოიპოვეს და პირველი ლელო ლევან ჩილაჩავამ მე-9 წუთზე დადო. ოთხი ლელოს შემდეგ, პირველი ტაიმის ანგარიში 28:0 იყო საქართველოს სასარგებლოდ.

მეორე ტაიმის პირველი ლელო 55-ე წუთზე კვლავ „ბორჯღალოსნებმა“ დადეს. შეხვედრის ბოლო ლელო, 77-ე წუთზე, ანზორ სიჭინავამ დააფიქსირა. თამაშის განმავლობაში ქართველმა მორაგბეებმა საერთო ჯამში 7 ლელო დადეს.

ბელგიის წინააღმდეგ სანაკრებო დებიუტი ჰქონდათ მიხეილ გაჩეჩილაძესა და გურამ შენგელიას.

„ბორჯღალოსნები“ რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩს სტუმრად გერმანიასთან 17 თებერვალს, საქართველოს დროით 17:30 საათზე გამართავენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]