weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

კალათბურთის ქომაგი ზაზა ფაჩულიას სასამართლოში უჩივის

12:01 ხუთშაბათი, 18 მაისი 2017

„სან ანტონიო სპურზის“ გულშემატკივარი ხუან ვასკესი „გოლდენ სტეიტ ვორიორზის“ ქართველ კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას სასამართლოში უჩივის. ვასკესმა სარჩელი სასეზონო აბონემენტების მფლობელთა და მაღაზია What’s On Second-ის სახელით შეიტანა. ტეხასელი ქომაგის მოთხოვნა ფაჩულიასთვის ასპარეზობის დროებითი აკრძალვაა.

შეგახსენებთ, რომ NBA-ში დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის პირველ მატჩში სან ანტონიოელთა ლიდერმა კავაი ლეონარდმა მესამე პერიოდის მსვლელობისას სათამაშო ეპიზოდში ზაზა ფაჩულიასთან შეხებისას ტერფის ტრავმა გაირთულა და მეორე შეხვედრის გამოტოვებაც მოუწია. აღნიშნულ ტრავმაში ქომაგთა და სპეციალისტთა გარკვეული ნაწილი ქართველ კალათბურთელს განზრახ უხეშობისთვის ადანაშაულებს, უმრავლესობა კი, მათ შორის თავად დაზარალებული კავაი ლეონარდი, ზაზა ფაჩულიას უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ შეჯახება მხოლოდ სათამაშო ეპიზოდი იყო.

რაც შეეხება სან ანტონიო-გოლდენ სტეიტის მიმდინარე დაპირისპირებას, დასავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიას ფაჩულიას გუნდი 2:0-ს იგებს. ოკლენდში გამართული ორივე შეხვედრა მასპინძელმა „ვორიორზმა“ შესაბამისად, 113:111 და 136:100 მოიგო. შემდეგი ორი მატჩი კი სან ანტონიოში, 20 და 22 მაისს გაიმართება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]