ჩეფერინის განმარტებით, ფეხბურთელები მოედანზე თამაშობენ და ამიტომაც სამართლიანი იქნება თუ ისინი თასსა და მედლებს პირდაპირ მოედანზე მიიღებენ. აღნიშნული წესი UEFA-ს ეგიდით გამართულ ყველა ტურნირში იმოქმედებს.
შეგახსენებთ, რომ გამარჯვებული გუნდები თასითა და მედლებით ადრეც მოედანზე ჯილდოვდებოდნენ, მაგრამ UEFA-ს პრეზიდენტად მიშელ პლატინის მოსვლის შემდგომ დაჯილდოვების ცერემონიამ ძველებური წესის მსგავსად მინდვრიდან ტრიბუნაზე გადაინაცვლა, რაც ამჯერად კიდევ ერთხელ შეცვალეს.