weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

მსოფლიო რეიტინგში „ბორჯღალოსნების“ პოზიცია უცვლელია

11:42 სამშაბათი, 13 თებერვალი 2018

გასულ უქმეებზე სხვადასხვა დონეზე არაერთი სარაგბო მატჩი შედგა, თუმცა მსოფლიო რეიტინგში მინიმალური ცვლილები მოხდა. საქაღთველოს ნაკრებმა ბელგია 47:0 დაამარცხა, თუმცა მეტოქეთა შორის იმხელა სხვაობაა, რომ საქართველოს ნაკრებმა კლასიფიკაციაში ვერაფერი შეიმატა.

„ბორჯღალოსნები“ 73.46 ქულით მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილზე რჩებიან და კვალში კვლავაც იაპონელებს (75.66) უდგანან. მომავალ უქმეებზე მილტონ ჰეიგის შეგირდები გერმანიას სტუმრობენ და იმის გათვალისწინებით, რომ გერმანია მხოლოდ 27-ე ადგილზეა, იმ თამაშის მოგებაც სარეიტინგოდ არაფრის მომცემია.

შაბათს გერმანიის ნაკრები რუმინეთში 6:85 განადგურდა. „მუხის ფოთლებს“ კვლავაც 69.58 ქულა აქვთ და იტალიელთა შემდეგ მე-15 პოზიცია უკავიათ. მე-19 ადგილზე მყოფმა რუსეთმა კრასნოდარში ესპანეთთან (მე-20 ადგილოსანი) 13:20 წააგო და პირენეელებს ადგილი გაუცვალა. კლასიფიკაციაში ადგილების მხრივ გადაადგილებები არ მოუხდენია 6 ერის მე-2 ტურის მატჩებს. ინგლისისა და ირლანდიის გამარჯვებები, შესაბამისად, უელსთან და იტალიასთან, მოსალოდნელი იყო. შოტლანდიამ შინაურ კედლებში ფრანგების ძლევით მცირე ქულები აიმატა და მე-5 ადგილზე მყოფ უელსელებს მიუახლოვდა, „მამლები“ კი მათთვის კვლავ ისტორიულ დაბალ საფეხურზე (მე-10 პოზიციზე) იმყოფებიან.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]