weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აზერბაიჯანის და საქართველოს პარლამენტების საფეხბურთო გუნდები ამხანაგურ მატჩს გამართავენ

17:08 სამშაბათი, 13 თებერვალი 2018

აზერბაიჯანის და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოების საფეხბურთო გუნდები უახლოეს მომავალში ამხანაგურ მატჩს გამართავენ. ამის თაობაზე აზერბაიჯანის მილი მეჯლისის და საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების წარმომადგენლები შეთანხმდნენ.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა და აზერბაიჯანის მილი მეჯლისის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში აზერბაიჯანის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ფუად მურადოვმა დღეს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

დოკუმენტი მხარეებს შორის ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროში დაგროვილი გამოცდილების შესახებ ინფორმაციის გაცვლას, თანამშრომლობას, ორმხრივი პროექტების მომზადებასა და განხორციელებას ისახავს მიზნად. ფუად მურადოვი ქართველ კოლეგებს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში დახმარებას დაპირდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]