weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სოკ-ის აზრით კორეის გაერთიანებული გუნდი ნობელის პრემიას იმსახურებს

17:57 სამშაბათი, 13 თებერვალი 2018

სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის ჰოკეისტთა გაერთიანებული გუნდით ასპარეზობას სპორტულ სამყაროსა და მსოფლიო მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი საბჭოს წევრისა და სოკ-ის სპორტსმენთა კომისიის ხელმძღვანელის, ამერიკელი ანჯელა რუჯეროს აზრით კი, კორეის გაერთიანებული გუნდი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას იმსახურებს.

„ვისურვებდი, რომ ამ გუნდმა მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღოს. მოვუწოდებ ყველას, რომ გაერთიანებული გუნდი შესაბამის პრემიაზე წარადგინონ. უშუალოდ გუნდი და არა სოკ ან ფედერაცია“, - განაცხადა ყოფილმა ჰოკეისტმა, ოლიმპიური ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლების მფლობელმა რუჯერომ.

კორეელ ქალთა გაერთიანებულმა ნაკრებმა პიონჩანის ზამთრის ოლიმპიური თამაშების სადებიუტო მატჩში შვეიცარიასთან 0:8 წააგო. ოლიმპიადების ისტორიაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეელებმა გუნდურ სპორტში ერთად იასპარეზეს. შეხვედრას ესწრებოდა სამხრეთ კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტი მუნ ჯე ინი, ჩრდილოეთ კორეის ეროვნული კრების უმაღლესი პრეზიდიუმის თავმჯდომარე კიმ იონ ნამი და ჩრდილოეთ კორეის აბსოლუტური ლიდერის კიმ ჩენ ინის და კიმ იო ჩონი. შეხვედრას ასევე დაესწრნენ სოკ-ის პრეზიდენტი თომას ბახი და შვეიცარიის პრეზიდენტი ალან ბერსე.

კორეის ნაკრებმა შვედეთთან მეორე მატჩიც ანალოგიური სხვაობით დათმო.

ჰოკეიში ქალთა გაერთიანებული გუნდის შექმნის გადაწყვეტილება იანვრის ბოლოს მიიღეს. ნაკრების 35 წევრს შორის 12 ჰოკეისტი ჩრდილო კორეელია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]