„ეს დროშები არაა აკრძალული, ჩვენ წავიკითხეთ წესები და რუს მოხალისეებსაც ვკითხეთ“,- განაცხადა ერთ-ერთმა რუსმა გულშემატკივარმა, მას შემდეგ, რაც ორგანიზატორებმა ქომაგებს დროშები ჩამოართვეს.
ცნობილია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სპორტულ ღონისძიებებზე რუსეთის მოქალაქეებმა საბჭოური სიმბოლიკის მქონე აკრძალული დროშებით მოისურვეს გულშემატკივრობა.
შეგახსენებთ, რომ ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთი დოპინგ სკანდალის გამო მონაწილეობას ვერ იღებს, ამიტომ რუსი სპორტსმენები ოლიმპიადაზე ოლიმპიური თეთრი დროშით გამოდიან და გუნდს სახელად „ოლიმპიური სპორტსმენები რუსეთიდან“ ჰქვია.