weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ლაგოდეხის ბაზაზე ფეხბურთის აკადემიის კახეთის ფილიალი გაიხსნა

14:51 ხუთშაბათი, 15 თებერვალი 2018

14 თებერვალს, ლაგოდეხში მდებარე ბაზაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის კახეთის რეგიონის ფილიალი გაიხსნა. აკადემიაში, რომელიც ნოდარ ახალკაცის სახელობის იქნება, 2003-2004 წელს დაბადებული 40 ბავშვი ივარჯიშებს და ეს კომპლექსი სრულად მოიცავს კახეთის რეგიონს.

გახსნის ცერემონიას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ფეხბურთის ფედერაციისა და ადგილობრივი მთავრობის ოფიციალური პირები, მედიის წარმომადგენლები და სხვა სტუმრები დაესწრნენ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშნულ ტექნიკურ ცენტრს სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარა და საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად დაახლოებით მილიონი ლარის ინვესტიცია ჩადო. ფეხბურთის ფედერაციის სრული დაფინანსებით, ლაგოდეხის ბაზაზე სტადიონის საფუძვლის მოწყობის სამუშაოები ჩატარდა და დაიგო ახალი ხელოვნურსაფარიანი მოედანი. სტადიონი აღიჭურვა 300-ლუქსიანი განათების სისტემით. სათამაშო მოედნის მოწყობასთან ერთად, კოსმეტიკური რემონტი ბაზის ცენტრალურ შენობასაც ჩაუტარდა, შეიცვალა კონდიცირების სისტემა და განახლდა ელექტროენერგიის წყარო. ბაზის საცხოვრებელი კომპლექსი საცხოვრებელი 110 ადამიანზეა გათვლილი.

ნოდარ ახალკაცის სახელობის სფფ აკადემიის მთავარ მწვრთნელად გიორგი ნუსხელიძე იმუშავებს, მისი დამხმარეები კი ადგილობრივი სპეციალისტები - ალექსანდრე ჯაფარიძე, შიო შეყელაშვილი და ვახტანგ თანდაშვილი იქნებიან. სამომავლოდ ლაგოდეხის განახლებულ ბაზაზე სრულფასოვანი შეკრების გავლა საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს შეეძლებათ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]