ეს ჯილდო სპორტსმენს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მიანიჭა, რომელიც ლეილა მესხის სახელობის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის გახსნის ღონისძიებასაც დაესწრო.
ლეილა მესხი 1968 წლის 5 იანვარს დაიბადა. 1986-1996 წლებში პროფესიონალი ჩოგბურთელი იყო. 1999 წელს აირჩიეს საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტად. ამ თანამდებობაზე მან 14 წელი იმუშავა.