weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ნინო წიკლაური ოლიმპიადას გამოეთიშა

10:58 შაბათი, 17 თებერვალი 2018

ქართველმა სამთო-მოთხილამურე ნინო წიკლაურმა პიონჩანის ოლიმპიადაზე გიგანტური სლალომის შემდეგ ძალები სლალომშიც მოსინჯა და მცირედით უკეთესი შედეგი აჩვენა. შეგახსენებთ, რომ წიკლაური პირველ დისციპლინაში 46-ე ადგილზე გავიდა, მეორეში კი 39-ე გახლდათ და ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებს გამოეთიშა.

აღსანიშნავია, რომ ნინო წიკლაურმა ოთხივე დაშვების დასრულება მოახერხა. ქართველმა ოლიმპიელმა პირველ ცდაზე დისტანცია 55.88 წამში დაფარა და 43-ე იყო, მეორეს კი 55.74 წამი მოანდომა, რაც მე-40 შედეგი გახლდათ. საბოლოოდ, წიკლაურს 1:51.62 წუთი მოუგროვდა და ჩემპიონს 12.99 წამით ჩამორჩა.

სლალომს სულ 78 მონაწილე ჰყავდა. წიკლაურმა უკან 15 მეტოქე მოიტოვა, 24 კი ფინიშამდე ვერ მივიდა. ცნობისთვის, ოლიმპიური ოქრო შვედმა ფრიდა ჰანსდოტერმა (1:38.63) დაისაკუთრა, ვერცხლის მედალი – შვეიცარიელმა ვენდი ჰოლდენერმა (+0.05), ბრინჯაოსი კი – ავსტრიელმა კატარინა გალჰუბერმა (+0.32).

სამთო-თხილამურობის შეჯიბრს ერთადერთი ქართველი სპორტსმენიღა შემორჩა - იასონ აბრამაშვილი 18 თებერვალს ძალებს გიგანტურ სლალომში მოსინჯავს, 22-ში კი მამაკაცთა შორის სლალომია დანიშნული.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]