weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

FIFA ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გაუქმებას განიხილავს

11:23 შაბათი, 17 თებერვალი 2018

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო სატრანსფერო ბაზრის წესებში მნიშვნელოვანი რეგულაციების შემოღებას გეგმავს. საუბარია იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გაუქმების, იჯარით გასაშვები მოთამაშეთა რაოდენობის შეზღუდვისა და ფეხბურთში რეგლამენტირებული სახელფასო ზედა ზღვარის დაწესების შესახებ.

11 პუნქტისგან შემდგარ გეგმას FIFA-ში 28 თებერვალს განიხილავენ. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური მატჩების პარალელურად მიმდინარე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდით უკმაყოფილება ინგლისის პრემიერ ლიგისა და იტალიის სერია A-ს რამდენიმე კლუბმა გამოხატეს და შესაბამისი წინადადებით FIFA-ს მიმართეს.

მცირე ხნის წინ, თანამედროვე ფეხბურთში არსებული პრობლემების შესახებ საუბრისას, ჯანი ინფანტინომ სატრანსფერო თანხების ზრდის ტენდენციას „შემაშფოთებელი“ უწოდა. იგი მიიჩნევს, რომ ტრანსფერებისას შუამავალთა და აგენტების მხრიდან თაღლითობის, კორუფციისა და ფულის გათეთრების რისკი არსებობს.

ინფანტინოს მონაცემებით, გასულ წელს სატრანსფერო პერიოდში 5.1 მილიარდი ევრო დაიხარჯა, რომელთაგანაც 400 მილიონი აგენტებმა მიიღეს. მისი აზრით, საჭიროა გარკვეული ზღვარის დაწესება კონკრეტულად ერთი ფეხბურთელის სანაცვლოდ გადახდილ თანხაშიც.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]