ტურნირის შერეული ასაკის კატეგორიაში 13 გუნდი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ გუნდები ბელგიიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან და ნიდერლანდებიდან. პირველი და მეორე ადგილის მფლობელები გერმანული გუნდები გახდნენ. ტურნირი 16, 17 და 18 თებერვალს ჩატარდა.
Ice Lions Batumi დღეისათვის საქართველოში სინქრონულად მოციგურავეთა პირველი და ერთადერთი გუნდია. რაც შეეხება „ლუმირის თასს“, საერთაშორისო ტურნირი 10 კატეგორიაში პირველად 2017 წელს ჩატარდა.