weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

როჯერ ფედერერმა 97-ე ტიტული მოიპოვა

10:20 ორშაბათი, 19 თებერვალი 2018

დიდი სლემის 20-გზის ჩემპიონმა როჯერ ფედერერმა კარიერაში 97-ე ტიტული დაისაკუთრა. შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა, რომელიც ახლახანს მსოფლიო კლასიფიკაციის სათავეში დაბრუნდა, როტერდამის ტურნირის ფინალში ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი იოლად, 6:2, 6:2 დაამარცხა.

შეხვედრა 56 წუთს გაგრძელდა. ფედერერმა 8-დან 4 ბრეიკი შეასრულა, დიმიტროვს კი ერთი ბრეიკ-პოინტიც არ ჰქონია.

შვეიცარიელმა როტერდამის ტურნირი კარიერაში მესამედ (2005, 2012, 2018) მოიგო. ჩოგბურთის ისტორიაში ფედერერს ერთეულთა თანრიგში მოგებული ტიტულების რაოდენობით მხოლოდ ჯიმი კონორსი უსწრებს, რომელსაც 109 ტიტული აქვს მოპოვებული.

როჯერ ფედერერმა კარიერის განმავლობაში 97-ე ტიტული მოიპოვა და გარდა იმისა, რომ რაფაელს ნადალს მსოფლიო რეიტინგში გადაასწრო, ესპანელის კიდევ ერთი რეკორდიც გააუმჯობესა - ATP 500 კატეგორიის საჩოგბურთო შეჯიბრებაზე მეოცედ იმარჯვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]