weather cur horoscope tv
ნოემბერი 02, 2024

რუსი სპორტსმენი ზამთრის ოლიმპიადაზე დოპინგის გამოყენებაშია ეჭვმიტანილი

15:09 ორშაბათი, 19 თებერვალი 2018

რუსმა სპორტსმენმა ალექსანდრ კრუშელნიცკიმ, რომელმაც პიონჩანში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე კერლინგში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ოლიმპიური სოფელი დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, მის დოპინგსინჯში აკრძალული პრეპარატის, მელდონიუმის კვალია აღმოჩენილი.

პიონჩანის თამაშებში მონაწილე გუნდის, სახელად „ოლიმპიელი ათლეტები რუსეთიდან“, დელეგაციის პრეს-ატაშე კონსტანტინ ვიბორნოვმა 18 თებერვალს სააგენტო „როიტერს“ აცნობა, რომ კრუშელნიცკი მეორე დოპინგსინჯის გახსნასა და შედეგს ელოდება.

კრუშელნიცკიმ ოლიმპიური ბრინჯაოს მედალი შერეულ წყვილებში, ანასტასია ბრიზგალოვასთან ერთად მოიპოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]