weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ქართველი სუმოისტები გაზაფხულის სუპერტურნირზე წარმატებით გამოდიან

16:35 ხუთშაბათი, 18 მაისი 2017

ტოჩინოშინის სახელით ცნობილი ქართველი სეკიტორი ლევან გორგაძე იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ნაცუ ბაშოზე წარმატებულ სვლას განაგრძობს. სუპერტურნირის მე-5 დღეს ტოჩინოშინმა მე-4 გამარჯვება მიითვალა.

აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე ტოჩინოშინმა დასავლეთის მე-8 მაეგაშირა, ჩინელი სოკოკურაი დაამარცხა, შემდეგ ორთაბრძოლაში კი ძალებს ასევე მე-8 მაეგაშირა შოჰოძანთან მოსინჯავს. რომელსაც ურთიერთშეხვედრებში აშკარად სჯაბნის - 9:1.

ამ მომენტისთვის ელიტარულ დივიზიონ მაკუუჩიის მიმდინარე ცხრილის სათავეში კვლავაც სამი სუმოისტი იმყოფება: იოკოზუნებს - ჰარუმაფუჯისა და ჰაკუჰოს, სეკივაკე ტაკაიასუს მსგავსად ხუთ-ხუთი გამარჯვება გააჩნიათ.

რანგით მე-2 დივიზიონ ძურიოში ზედიზედ მე-4 გამარჯვება იზეიმა თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ. ქართველმა გოლიათმა ტოკიოში მხოლოდ სასტარტო ორთაბრძოლა დათმო, მას შემდეგ კი მის შეჩერებას ჯერ-ჯერობით ვერავინ ახერხებს. გაგამარუმ უკანასკნელ შეხვედრაში ძურიოს პირველ ნომერ სადანოუმის სძლია და დივიზიონის მოგებაზე სერიოზული განაცხადი გააკეთა. შემდეგ ორთაბრძოლაში მე-3 განთესვის მქონე ქართველი სეკიტორი მე-2 ნომერ კიოკუშუჰოს შეხვდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]