weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აბრამიშვილის პირველი მცდელობა წარუმატებელი გამოდგა

15:49 ორშაბათი, 19 თებერვალი 2018

ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე გიგანტურ სლალომში შეჯიბრი საკმაოდ წარუმატებელი აღმოჩნდა იასონ აბრამაშვილისთვის. ქართველ სამთო-მოთხილამურეს მისთვის რიგით მეოთხე ოლიმპიადაზე პირველივე ცდა გაუფუჭდა და იმ 36 სპორტსმენს შორის მოხვდა, რომლებმაც საწყის გამოსვლებზე დისტანციის ჩამთავრება ვერ მოახერხეს.

საბოლოო შედეგის დაფიქსირება 75 ოლიმპიელმა შეძლო. ოქროს მედლის მოპოვება ავსტრიელმა მარსელ ჰირშერმა მოახერხა, რომელმაც 2 ცდის შესრულებას 2:18.04 წუთი მოანდომა, ვერცხლი ნორვეგიელმა ჰენრიკ კრისტოფერსონმა (+1.27) დაისაკუთრა, ბრინჯაო კი – ფრანგმა ალექსის პინტუროლმა (+1.31).

რაც შეეხება იასონ აბრამაშვილს, მას პიონჩანის ტრასაზე კიდევ ერთხელ 22 თებერვალს ვიხილავთ, როდესაც სლალომში შეჯიბრი შედგება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]