weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პირველად საქართველოში კლასიკური ავტომობილების რბოლა გაიმართება

11:51 სამშაბათი, 20 თებერვალი 2018

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, პირველად საქართველოში კლასიკური ავტომობილების ავტორბოლა გაიმართება. ღონისძიება ცნობილი ავტომრბოლელი ქალის, ზოე უიტეკერის ინიციატივით დაიგეგმა.

რბოლა, რომელიც თბილისიდან დაიწყება და თბილისშივე დასრულდება, მაისში გაიმართება და 4 დღეს გაგრძელდება. ღონისძიების მონაწილეები მოივლიან კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ ქალაქებსა და სოფლებს, ასევე გაეცნობიან ქართულ ტრადიციულ არქიტექტურას. გარბენის მანძილი დაახლოებით 700 კილომეტრია.

რაც შეეხება ზოე უიტეკერს, მას მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ ცნობილ რბოლებში, როგორიცაა: RAC/Chrysler, Alpine Chalange და Paris Tu Marrakesh. იგი მართავდა როგორც კლასიკად ქცეულ ავტომობილებს (1957 წლის Jaguar D-Type და 1996 წლის Corvette Stingray), ასევე - თანამედროვე სუპერქარებს (Porsche GT4 და Lamborgini Aventador). ზოე უიტეკერს მსგავსი ტურების მოწყობა დაგეგმილი აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. საქართველოში დაგეგმილი ავტორბოლა სწორედ ამ ტურის ნაწილი და დასაწყისია, რომელიც მომავალ წელს სამხრეთ ამერიკაში გაიმართება და ჩინეთში დასრულდება. პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის დირექტორის მაკო აბაშიძის განცხადებით, რბოლა ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს.

რბოლის მარშრუტი საქართველოს ეროვნული საავტომობილო ფედერაციისა და კომპანია „ტრანსპორტის უსაფრთხოების კონსულტანტების“ მხარდაჭერით დაიგეგმა. მარშრუტი მოიცავს როგორც ნაკლები სირთულის გზებს, ასევე - ციცაბო აღმართებსა და ითვალისწინებს შეჯიბრის ელემენტებსაც.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]