weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

უგოლო ფრე სევილიაში და დონეცკელთა გამარჯვება ხარკოვში

10:39 ხუთშაბათი, 22 თებერვალი 2018

2017-2018 წლების UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაზე დარჩენილი ორი მერვედფინალური მატჩი გაიმართა. „სევილიამ“ შინ ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილი „მანჩესტერ იუნაიტედი“ მიიღო, დონეცკის „შახტარმა“ კი „რომასთან“ საშინაო შეხვედრა ხარკოვში გამართა.

სევილიის სტადიონ „რამონ სანჩეს პისხუანზე“ შეხვედრა გუნდებმა დაბალ ტემპში, ფრთხილი თამაშით დაიწყეს და თითქოს ერთმანეთის შეცდომებს ელოდებოდნენ. თანაბარ თამაშში სახიფათო მომენტებს ორივე გუნდი ქმნიდა, თუმცა გამარჯვება მასპინძელ „სევილიას“ უფრო სწყუროდა და მანჩესტერელთა მეკარე დავიდ დე ხეამაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ე.წ. მკვდარი ბურთების მოგერიებაში ბადალი არ ჰყავს. საბოლოოდ გუნდები ნულოვან ფრეზე შეთანხმდნენ, რამაც წყვილში ფავორიტად „იუნაიტედი“ დატოვა.

იხ. მატჩის ვიდეომიმოხილვა

დონეცკის „შახტარი“ ქვეყანაში მიმდინარე საომარი ვითარებების გამო დიდი ხანია რაც საშინაო მატჩებს ხარკოვში მართავს. უკრაინის ჩემპიონებმა „რომასგან“ გოლი ტაიმის მიწურულს თურქი ჯენგიზ უნდერისგან მიიღეს, მეორე ნახევარში კი გათანაბრება და გამარჯვების გოლის გატანა შეძლეს: ჯერ არგენტინელმა ფაკუნდო ფერეირამ დაასრულა კონტრშეტევა შედეგიანად, შემდეგ კი ბრაზილიელმა ფრედერიკომ შეასრულა საჯარიმო დარტყმა ზუსტად და „შახტარმაც“ მეოთხედფინალში გასასვლელად წინ დიდი ნაბიჯი გადადგა. აქვე გეტყვით, რომ დონეცკელთა რიგებში ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა განაცხადშიც არ ყოფილა.

იხ. მატჩის ვიდეომიმოხილვა

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]