weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ავსტრიასთან გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა მეორე ეტაპის საგზური პრაქტიკულად გაინაღდა

10:31 შაბათი, 24 თებერვალი 2018

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ნაკრებისთვის ავსტრიასთან გამარჯვება ისტორიაში სადებიუტოა, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველო პირველად ასპარეზობს.

ილიას ზუროსის გუნდმა თამაში ჩინებულად დაიწყო. მასპინძელ ავსტრიელებს ძალიან უჭირდათ ზუსტი ტყორცნების შესრულება და ეს პირველმა პერიოდმა სრულად აჩვენა. ავსტრიამ 10 წუთში მხოლოდ 5 ქულა ჩააგდო, საქართველო კი შეტევაში ნორმალურად ირჯებოდა და პირველი მეოთხედი კომფორტული უპირატესობით მოიგო – 19:5. მეორე მეოთხედში ავსტრიის ნაკრები გაცილებით უკეთესი იყო და შესვენებამდე ჩამორჩენა 9 ქულით შეამცირა. საბოლოოდ კლასმა თავი იჩინა და მაიკლ დიქსონისა და გოგა ბითაძის ძალისხმევით ეროვნულმა გუნდმა ნელ-ნელა თამაშში დაბრუნება შეძლო. ეს დასკვნითი პერიოდის დასაწყისში მოხდა და საფინალო სირენამდე აღარაფერი შეცვლილა. საქართველოს ნაკრებმა მეტოქე სოლიდური სხვაობით 78:64 დაამარცხა და ფაქტობრივად გაინაღდა მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა.

საქართველოს ნაკრებს მაიკლ დიქსონმა ულიდერმა. ნატურალიზებულმა კალათბურთელმა ლამის ორმაგი დუბლი გაახერხა: 23 ქულა, 9 მოხსნა და 4 პასი. კარგად გაისარჯნენ გოგა ბითაძე (12 ქულა, 8 მოხნსა, 3 დაფარება), აკაკი დვალიშვილი (8 ქულა, 4 მოხსნა), მიხეილ ბერიშვილი (10 ქულა, 4 მოხსნა) და ნიკოლოზ ცქიტიშვილი (5 ქულა, 7 მოხსნა).

შემდეგ მატჩს საქართველო გერმანიის წინააღმდეგ, 25 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში გამართავს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]