weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რუსი სპორტსმენი, რომელსაც დოპინგის საწინააღმდეგო მაისური ეცვა, დოპინგ-ტესტზე ჩავარდა

16:07 შაბათი, 24 თებერვალი 2018

რუს ოლიმპიელ ბობსლეერს, ნადეჟდა სერგეევას, რომელიც დოპინგის საწინააღმდეგო სლოგანით დამშვენებული სამოსით იწონებდა თავს, პიონჩანის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დოპინგის მიღება დაუმტკიცდა.

18 თებერვალს აღებულმა ნადეჟდა სერგეევას დოპინგის სინჯმა დადებითი პასუხი აჩვენა. რუს ბობსლეერს გულის აკრძალული პრეპარატის მიღება დაუმტკიცდა.

დოპინგ-ტესტზე ჩავარდნამდე ნადეჟდა სერგეევა პოპულარული გახდა ვიდეოთი, რომელშიც იგი რეკლამას უკეთებდა საკუთარ თავს და სპეციალური სპორტული სამოსი ეცვა წარწერით: „მე არ მოვიმხარ დოპინგს, მე სპორტისკენ ვარ“ (I Don’t Do Doping, I am ZA Sport).

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სხვა რუს ოლიმპიელ სპორტსმენს, ალექსანდრ კრუშელნიცკის დაუდგინდა დოპინგის მოხმარება და პიონჩანში მოპოვებული ბრინჯაოს მედალი ჩამოერთვა.

რაც შეეხება ნადეჟდა სერგეევას, იგი პიონჩანში ანასტასია კოჩერჟოვასთან ერთად მონაწილეობდა ორადგილიან ბობსლეის შეჯიბრში და მე-12 ადგილი დაიკავა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]