weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შუმახერების ოჯახის ფულის გამომძალველს სასამართლომ სასჯელი გამოუტანა

11:15 პარასკევი, 19 მაისი 2017

გერმანიის სასამართლომ პირობითი სასჯელი გამოუტანა მამაკაცს, რომელიც ლეგენდარულ გერმანელ პილოტ მიხაელ შუმახერის მეუღლე კორინა შუმახერს ფულს ძალავდა. გამომძალველი 900 000 ევროს ითხოვდა ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის მეუღლისგან, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათი ვაჟის, მიკის სიცოცხლის მოსპობით იმუქრებოდა.

დამნაშავე 25 წლის ჰუსეინ ბ. აღმოჩნდა. სასამართლოზე წერილი წაიკითხეს, რომელიც დამნაშავემ 2016 წელს კორინა შუმახერს გაუგზავნა.

„თუ ფულს 31 მარტამდე არ მივიღებ, შენი ბავშვი დაიღუპება. ფორმულა 4-ში (სადაც მაშინ მიკ შუმახერი ასპარეზობდა) ბევრი ავარია ხდება“, - ეწერა წერილში.

კორინა შუმახერმა მომხდარის შესახებ მაშინვე შვეიცარიის პოლიციას შეატყობინა, სადაც შუმახერების ოჯახი ცხოვრობს, მათ კი ეჭვმიტანილის ვინაობა დაადგინეს. მისი კვალის მიგნება შესაძლებელი გახდა იმიტომ, რომ ანგარიში, რომელზეც ფულის გადარიცხვას ითხოვდა, პირადად მისი იყო.

ანგარიში გერმანულ ბანკში აღმოჩნდა, სასამართლო კი შტუტგარტში შედგა. ჰუსეინ ბ.-მ აღიარა, რომ წერილი გააგზავნა, მაგრამ ვერ ახსნა, ეს რატომ გააკეთა. პროცესზე აგრეთვე გაირკვა, რომ იგი მილიარდერ ერიხ სიქსტსაც უგზავნიდა მსგავს წერილს. შედეგად სასამართლომ ჰუსეინ ბ.-ს წელიწადნახევრიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა და 450 000 ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა. გარდა ამისა, მან საზოგადოებრივ შრომაში 50 საათი უნდა გაატაროს და იძულებითი მკურნალობა ჩაიტაროს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]